სამართალი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით მარნეულში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების 75 აბი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 2,98777 გრამ მეტადონს შეიცავს. ასევე ამოღებულია 9,2 გრამი ტრამადოლის შემცველი 64 აბი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.