სამართალი
საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი თედო ჯაფარიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თედო ჯაფარიძე პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში იქნება.