პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტში სახელმწიფო-საკონსტიტუციო კომისია ამ კვირაში შეიქმნება და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

 ამ კვირაში ბიუროს სხდომაზე გადაწყდება, როგორი იქნება კომისიის შემადგენლობა, ვინ რამდენი კვოტით იქნება წარმოდგენილი. კომისიაში კობახიძეს თანათავმჯდომარე არ ეყოლება.

 საკონსტიტუციო კომისია წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო შექმნილი, თუმცა არცერთ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.