პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: „თაღლითების კანტორა“ („საქინფორმი“)

  საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი.

   „რაც უნდა გაუსაძლის პირობებში უხდებოდეს ადამიანს ყოფნა, მომავლის იმედის სხივი თუ ათბობს, სასოწრკვეთის სამსალა ბედნიერი ცხოვრებისთვის ბრძოლის ჟინს ვერ ჩაუქრობს.

    დრო კი თავის გზაზე მიდის, არ ჩქარობს, არც ჩამორჩება; იგი ულმობელი და უკვდავია. ერიც უკვდავია, თუ მისი შვილების ამქვეყნიური ბილწი ყოფით უძღებობის მსხვერპლი არ გახდა. ამიტომ სამშობლოს თავდადებული, შეუპოვარი და ერის ბედნიერებისთვის ჩირაღდნად ანთებული, ალგეთის ლეკვებად გამოზრდილი მოღვაწეები სჭირდება და არა ფეხებში კუდგაჩრილი, უცხოეთის ლაქიად აწკავწკავებული გოშიები.

    ანტიეროვნულ არსებებისათვის სასათბურე პირობების შექმნაში ქართველი მედროვე  ბღენძების ღვაწლიცაა, როცა გადამთიელთა აღვირხსნილ პარპაშს ეგუებიან.

    საქართველოდან საზღვარგარეთ ბევრი ახალგაზრდა მიდის სასწავლებლად. ვინც მართლა სწავლობს და კარგი სპეციალისტია, იქვე იტოვებენ. სხვებს ორიოდე წლის განმავლობაში რომელიმე ხმაურიანი კოლეჯის, ბუშს ავსტრიის და ავსტრალიის გარჩევა და ობამას რამდენი შტატია ამერიკაში რომ ვერ შეასწავლეს, ზერელე დილეტანტი პოლიტიკოსის გაუთავებელი დემაგოგიური ლაქლაქის ოსტატებად გვიგზავნიან ერის გადაჯიშების საქმის ყურმოჭრილ აგენტებს. მათთვის შექმნეს მსუყედ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ქვეყნის უბედურებად აყიყინებულ პოლიტიკურ პარტიებად წოდებულთა ხროვა. ამგვარი მუმლის დახვევით შეღონებულ ძირძველ მუხად გაბორჯილ ქართულ ეროვნულ სიამაყეს შეფერთხვის უფლებას არ აძლევს ამ პარაზიტთა კრუხად დამჯდარი, მეფისნაცვლის უფლებებით აღჭურვილი ამერიკის ელჩი.

    ვინც ცდილობს დიდი თანამდებობების ხელში ჩაგდებას ისიც უნდა იცოდეს, რომ ამას ჭკუაც დიდი სჭირდება, თუ ასე არ არის და მაინც, უამრავი მაქინაციებით, მაღალ სკამზე წამოჯდება, როცა მისი მჭლე ტვინი მხოლოდ დაბლა ფეხმორთხმით ჯდომას იმსახურებს, მივიღებთ სამარცხვინო მედროვე ტაკიმასხარას, მინდობილი საქმისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება რომ შეუძლია. როცა ასეთი არსება ქვეყნის მართვის სადავეებთან გაძვრება, მაშინ ვაი იმ ქვეყანას, რადგან მისთვის ერის და ქვეყნის ღალატი ჩვეეულბრივი მოვლენაა, მიზნად კი, ყოველგვარი მუხთლობის კადრებით, პოსტის შენარჩუნება აქვს; სუსტი ტვინის დანაკლისს ამგვარი ვერაგობით ავსებს.

    ადამიანობა ისეთი განძია, რომ ამ წყალობისთვის, განგების მადლი უზომოდ დიდია. აქედან გარყვნილი და გადაგვარებული არსების ტყავში შეძრომა განა პარაზიტის უმადურობა არ არის?!

    პირუტყვი არსებობს იმისთვის, რომ ჭამოს, გაძღეს და მომავალ გაძღომამდე მშვიდად ინებივროს. ადამიანს უპირველესად სამშობლოს სიყვარული აცოცხლებს და ოჯახის კეთილდღეობა აბედნიერებს, რაც გულის ძარღვით არის გადაბმული თავისი ერის კეთილდღეობასთან. მხოლოდ იმას უნდა ემსახურებოდეს,  რაც ერს სასიკეთოდ წაადგება. წმინდა მორალი, ზნეობა, სინდისი და ნამუსი, ერის საამაყო ტრადიციების ერთგულება, უფროსი თაობის სიყვარული და უსაზღვრო პატივისცემით მოპყრობა ამშვენებს; უზნეობის, გარყვნილების, სიბილწის და უამრავი ამქვეყნიური სიმყრალისგან შეუვალს ხდის; უფლისმიერი სიკეთით ავსებს და სამშობლოსათვის თავდადების სიმამაცით აწრთობს.

    მიზანთროპი, მედროვე პარაზიტი საკუთარი ერის და სამშობლოს კეთილდღეობის მძიმე დაავადებაა. რაც უფრო ბევრნი არიან, მით მწარედ და დაუნდობლად კბენენ ქვეყნისთვის თავდადებულ მამულიშვილებს და მთელი შესაძლებლობით ცდილობენ, ისინი მართვის სადავეებთან არ მიუშვან, რათა არ გაუმჟღავნდეთ სიცრუით გაკერპებული, ეგოისტური პატრიოტიზმით სამშობლოს ღალატთან წილნაყარი, უცხო ქვეყნის ხუსტურებზე ატროკებული მუხთლობა. ხალხის რისხვა კი, ასე წვეთ-წვეთად რომ გროვდება, ერთხელაც გაარღვევს მოთმინების ჯებირს და მათ არარაობად ქცეულ არსებობას არარაობაში დაფლავს.

      დღეს საქართველოში უმადურობის ყეინობაა; რომელიც, პირველ რიგში, ქართველთა უბეურებად მძვინვარებს. მეოთხედი საუკუნეა მედროვე მიზანთროპების ძალისხმევით ქართველი ერი დნება და კნინდება; ევროატლანტიკური მაგიის ხიბლისთვის თავი ვერ დაუღწევია და წყალგაღმელი ჯადოქრის ტროიკას მორჩილ ბოჩოლასავით მისდევს.

      კაცობრიობის სოციალური კეთილდღეობისათვის ბრძოლის წარმატებული მონაპოვარია უფასო ჯანდაცვა და განათლება; სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფა და სწავლის დამთავრების შემდეგ გარანტირებული სამუშაო. ჩვენ ეს უკვე გვქონდა და პირველად მას დავეტაკეთ, როგორც იმპერიის გადმონაშთს, და სახალხო მეურნეობაში პარტახის ქარბუქი დავატრიალეთ, რუსეთის ლანძღვა დავიწყეთ, როცა იქაც საბაზრო ეკონომიკად შეფარდებული კაპიტალიზმი მძვინვარებდა და მის დაშლა-დატაცებად აშლილი დასავლეთი პირზე მომდგარ ნერწყვს ვერ იკავებდა. რუსეთის ლანძღვის უმადურობას კი დღემდე ჩვენ საუბედუროდ ვაგრძელებთ. ის მოვიდა და ყველა საწარმო მიწასთან გაასწორა, თუ საქართველოს მთავრობად წოდებულმა თაღლითთა კანტორამ? რა შეუძლია ხალხს, რომელსაც უძღებმა შვილებმა სისხლსავსე, მჩქეფარე ცხოვრებით არსებობით ყველა საშუალება გაუნადგურეს და ახლა მათხოვრად მისდგომიან ,,ევროატლანტიკურ თანამეგობრობას“. როდის იყო, მათხოვარი სუფრის თავში კი არა, ბოლოში მაინც დაესვათ.

      მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტების პერიოდში შევარდნაძემ ბოროტების კალო ლეწა, მაინც დავუშვით მისი კვლავ მობრუნება და საქართველო საჯიჯგნად მივუგდეთ, შედეგად მრეწველობა ხომ საფუძვლიანად მომსპარია, სოფლის მეურნეობაში კიდევ ფეოდალიზმის ხანის ზეობა და ქაოსია.

      მიწების გაყიდვის შეზღუდვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჯაგარი აეშალათ. ამერიკის ელჩი კი დაგვემუქრა, ინვესტიციები აღარ შემოვაო! რა გააკეთეს მაგ ინვესტიციებით? რომელი ქარხანა და ფაბრიკა აამოქმედეს? სასტუმროებს, ან თავიანთ ინტერესებზე მორგებულ სასწავლებლებს და თაღლითთა ჯგუფებს აფინანსებენ, რომ ახლგაზრდებს სამშობლოს სიყვარული ყოველგვარ აღვირახსნილობაზე შეუცვალონ და საქართველოს საქაჯეთი ეძახონ.

    იმ დაგმობილი სოციალიზმის დროს სოფლისთვის ერთი მტკაველი მიწა არ ჩამოურთმევიათ. კოლმეურნეობა სოფლის კუთვნილ მიწაზე იქმნებოდა. ეს აღარ მოგწონს? სოფლის მიწას სხვებზე რატომ ყიდი, თუ არ გინდა, რომ სოფელი განადგურდეს? რა სიკეთე მოგიტანათ უცხოელებზე მიწის გაყიდვამ? დიდი ფართობები ფულის ტომრებმა დაიტაცეს, გლეხს კი შემორჩა პატარა ნაწილი, რომელსაც პირველყოფილ დონეზე ამუშავებს. წელს თაღლითებმა ფალსიფიცირებული შხამქიმიკატების ცენტრები შექმნეს და თაღლითობა გააჩაღეს. გლეხმა ამ ნათაღლითარი შხამებით წამლა ვენახი. ჭრაქმა ყურძენი პირწმინდად გააქრო და ეს მცირედი იმედიც მოუსპო. თურმე რთველმა მშვიდად ჩაიარა, გლეხი კი ამ მცირედი მიწის ნაკვეთსაც მიაყიდის გაუმაძღარ მიწათმფლობელს და გუდანაბადაკიდებული ქალაქს მიადგება, ან ვიზალიბერალიზაციის მადლით სამშობლოდან გადაიხვეწება.

    - ჩვენი ჩაი, ღვინო, ბორჯომი გვეყოფა! - ბალანაბურძგნულ თავქარიანთა ღრიალით გაუსაძლის არსებობაში ჩაფლულებს ჯოჯოხეთი აღარ გვაშინებს, რამეთუ ის უკვე აქ არის და ქართველთა უბედურებით გვარიანად ერთობა.

    არავინ არ კითხულობს, რის გამო იყო საქართველო ასე წარმატებული, მძლავრი ინდუსტრიულ-აგრარული რესპუბლიკა. ყვაოდა მეცნიერება, განათლება, ლიტერატურა, სპორტი; ბრწყინავდა ყოველივე ქართული საბჭოთა კავშირში და მის ფარლებს გარეთ; ამაყი და ძლიერი იყო ქართული ჯიში და ჯილაგი.

    ამ საკითხის გარკვევას არ სჭირდება დიდი პოლიტიკოსის მყვირალა პარტიაში შეძრომა. ეს საღად მოაზროვნე ქართველმა კარგად იცის, რომ ყველა უბედურება უცხოეთის მუხთლობით შენელებულ გობიდან გამოკვებულ ქართველთა დამსახურებაა თურმე, რადგან ქრთველები არიან, უკვე ევროპელები ყოფილან. ასე აწყობენ ღამურების გადაფრენას ევროატლანტიკურ სათაგურში და ჰგონიათ, რომ უამრავ უბედურებასთან ჭიდილში გამობრძმედილი ქართველი ერი ღამურების ამნეზიით დაავადდეს და ავკარგის გარკვევის უნარი დაუკარგეს...

    განადგურდა ჩაი, დაკნინდა მევენახეობა, ქართველ კაცს ბორჯომი ენატრება, რადგან ,,თაღლითების კანტორამ“ მისი შეძენა ხიზილალის მოლანდებად აქცია.

    ჩაი, ღვინო, ციტრუსები თუ სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქცია იმ ,,ძირს იმპერიის“ პროტექციონიზმით კონკურსის გარეშე ითვისებდა უზარმაზარი ქვეყანა. ყოველმხრივ უზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობით გამძლავრებული და გამრავლებული სოფელი ქალაქს ედრებოდა.

    ქართველი მეტალურგები ინდოეთს ეხმარებოდნენ მეტალურგიული ქარხნის მშენებლობაში. სისხლსავსე ცხოვრება დუღდა და მუშა ხელი აღარ ყოფნიდა. საქართველო მრეწველობის არცერთი დარგის გარეშე არ იყო დარჩენილი, მძიმე მანქანათმშენებლობიდან ატომის გამოყენების ჩათვლით. რუსეთის მიერ შექმნილი და გამძლავრებული მრეწველობა, მისივე ხელშეწყობით შეუფერხებლად მუშაობდა; ასე იყო უზრუნველყოფილი საქართველოს მთელი სახალხო მეურნეობა.

    ვისთან მეგობრობით გაბრწყინდა ყოველივე ქართული მეცნიერებიდან დაწყებული, ფიზკულტურა და სპორტის ჩათვლით? დღეს ამის გახსენება ღალატის რანგშია აყვანილი. ცალკარში თამაშად აქციეს რუსეთის ლანძღვა, ვინაიდან ევროატლანტიკურ პარტნიორებს ასე სურთ. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ხალხის სიცრუით გამოკვებამ ცრუპენტელათა რისხვად გადაქცევა იცის.

    რომელი ქვეყანა გაანაბივრეს ასე ,,ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში“? თუ არ გაღლიტეს, გაძარცვეს და მათხოვრად აქციეს. მაშ, რა შეიძლება ეწოდოს ასე ვნებააშლილ ხვეწნას ვიზალიბერალიზაციაზე? რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საქართველოდან ქართველთა მოცილების კიდევ ერთი მცდელობათაგანი.

    მთელ საბჭოთ კავშირში ამაყად და პატივით დააბიჯებდა ქართველი კაცი. უზარმაზარი ქვეყანა სამშობლოდ ეთვლებოდა, სადაც ქართველთა კულტურასა და ჩვევებს უღრმეს პატივს სცემდნენ. რა ცოდვა უნდა გვქონდეს ისეთი, რომ ეს პატივი ვიზალიბერალიზაციის მათხოვრობად შეიცვალოს?!

    ამერიკაში ვიზის ასაღებად რომ წარგადგინონ, ფული უნდა შეიტანო დოლარებში. უარის მიღების შემთხვევაში ეს თანხა გეკარგება. ოციდან ერთზე თუ გაიმეტეს ვიზა, ისაც წლებით გაცვეთილ მოხუცზე. ამგვარი სტრატეგიული პარტნიორი კი თოკით გამობმული გოშიასავით გვაპამპულებს. აბა, რა ჰქვია იმას, როცა პრემიერის საანგარიშო მოხსენებას ფრიად წარმატებულად შეაფასებენ, მეორე დღეს კი წარმატებული პრემიერი გადადგომაზე განცხადებას დაწერს. თუ წარმატებული ხარ, უნდა გადადგე? ამერიკას ერთსქესიანთა ქორწინება აბოდებს, შენ ვინ ხარ, ქალისა და მამაკაცის მიერ შექმნილი ოჯახს რომ უჭერ მხარს?! ხომ ნახეთ, ნიჩურტა ვეტო პრეზიდენტმა როგორ ვაზელინწასმულად გააუქმა ორასი ათასი კაცისგან ხელმოწერილი მოთხოვნა ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, თავის მდიდარ სექსზეც სოფლის მექალთანესავით გვამცნო; ისიც მოსალოდნელია, ერთ მშვენიერ დღეს მიშასეული რეზიდენციიდან გადმოდგეს და სექსის გაღარიბებით შეაშფოთოს ის, ვინც სიმდიდრით ესოდენ გაახარა. ამგვარად, ამ ,,თაღლითთა კანტორიდან“ გასართობი არ გვაკლია. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორი სიზმრის ემოციებით გაიღვიძებს ამერიკის ელჩი და მეხაშეს მეჩექმეთა მინისტრად დაგვინიშნავს. გამოჩნდებიან უამრავი პოლიტიკური კლოუნები ამ გადაწყვეტილებას დიდ ჭკუისჭყლეტად რომ ჩაუთვლიან და დაგვიმტკიცებენ, რომ ხაშით დაწებებული ლანჩიანი ჩექმა გასანთლული ძაფით გაკერილზე უფრო დიდხანს გაძლებს. ამგვარად გაგვაოცა თავდაცვის მინისტრად ქალბატონის შემოთავაზების გამჭრიახობით, საქართველო საქაჯეთად რომ წარმოუდგენია, რუსეთს კიდევ ავი მუსაიფით და დამამცირებელი ხსენებით გულს უხეთქავდა.

    თუ სამარცხვინო, ცრუ დამოუკიდებლება ვიტვირთეთ, მბრძანებლის პანღურებიც უნდა ავიტანოთ და ევროატლანტიკურ თანამეგობართა დამცინავი დაპირებებიც. როგორც ერთ გიჟს ეთანხმებოდნენ, ნაპოლეონი ხარო. ჩვენც ევროპელები ვართ, ოღონდ გამოხეულ საჯდომისთვის ჯღანი არ ემეტებათ, ხორცები რომ დავიფაროთ. დაპირებები, კონსულტაციები, რეფორმების ჩატარებაზე ყბედობა, გიყვარდეს, თავზე საყრელად გვაქვს.

    ყალბი დემოკრატიით შენიღბული ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მკვლელის დანასავით ამზადებენ თავიანთი აგენტურა ასო-ების და პარტიებად გასაღებულ მუხთალთა ხროვის დახმარებით ქართული სპეტაკი სულიერებისათვის ზურგში ჩასაცემად.

    საიქიოში მოხვედრილ ქეიფის მოყვარული კაცისა არ იყოს, სამოთხის კართან სიწყნარეს და სიმშვიდეს მოერიდა, ჯოჯოხეთის კარიდან დოლ-გარმონზე ქეიფის ხმა რომ გაიგო, გაუხარდა, აქ არისო ჩემი ადგილი. შიგ შესული ყელამდე კუპრში ჩაეფლო და სასოწარკვეთილმა იკითხა, რა ქეიფის ხმა ისმოდაო. ეგ ჩვენი აგიტპუნქტი იყოო. პასუხი კი მიიღო, მაგრამ სამოთხე დაკარგა.

    ასე აღვირაწყვეტილები რომ იწვევენ ევროკვშირში ნატო-ში დასაშლელად მოშვებული ჭანჭიკები რომ უჭრიალებთ, ბულგარეთის, ან მოლდავეთის მაგალითზე გაარკვიონ, კუპრში ფართხალი ხომ არ ახლავს ევროატლანტიკური დოლგარმონის ხიბლს. ეგენი ნამდვილი ევროპელები მაინც არიან, შენისთანა ღამურა ევროპელს რატომ გგონია, რომ კუპრის მაგიერ პარკეტს დაგიგებენ?!

    ვერავითარი თანხის დახარჯვა და აგიტაცია-პროპაგანდა ვერ შეძლებდა ევროალანტიკური სამოთხის ნამდვილი სახით გამოაშკარავებას, რაც თვითონ შეძლეს ძალის პოლიტიკაზე მორგებული სიცრუის ქადაგებით და მახინჯი დემოკრატიის მუშტის ძალაზე დამყარებული ექსპორტით.

     რომაელებს დასასრულის მოახლოების უბედურებისას სქესობრივი გარყვნილების და სიბილწის სენი შეეყარათ, ასე რომ ამაყობს ამერიკის ობამა პრეზიდენტი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით, რაც ერის და ქვეყნის მოსპობის გზაზე დაყენების გარანტიაა. საცოდავი დემოკრატია კი ასეთ სიბილწის სათრევი და ასამყრალებელი გამხდარა.

    ქართველ ერს როგორი დარბევა და შავ დღეთა სუსხი არ განუცდია მაგრამ ამათში ნაციონალთა პარპაშის პერიოდი განსაკუთრებით აღსანიშნავია ვერაგობით, მესისხლეობით, ძალადობით, გარყვნილებით, უცხოეთის თაყვანისცემით და ყოველივე ქართულის დაკნინების მცდელობით. ევროატლანტიკელი ბღენძები კი მათ აკვარიუმად გადაქცეულ საქართველოში  ისე ანებივრებდნენ , როგორც კაციჭამია თევზ პირანიებს; ღმერთმა ნუ ქნას ისინი აკვარიუმიდან გაეპაროთ და მსოფლიო ოკეანეს მოედონ.

    ხსნა მაინც გამოჩნდა ,,ქართული ოცნების“ სახით და ხალხმა გაიმარჯვა მისი ხელისუფლებაში მოსვლით. ამიტომ ,,ქართული ოცნების“ ყველა მოქმედებას ისე განიცდის, როგრც გულშემატკივარი თავის საყვარელი გუნდის თამაშს, წინ კი ძალიან მძიმე ბრძოლის გადახდა ელოდებოდა, რადგან ნაციონალთა დარჩენილი ასპიტები ენერგიულად გესლავდნენ ყოველივე სასიკეთოს. მთელი წელი ისევ მიშა იჯდა პრეზიდენტად და თავისი მუხთლობა უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიჩუქებით დააგვირგვინა. ხალხი ნაციონალების გასამართლებას მოითხოვდა, მაგრამ არც მათ უცხოელ  მფარველებს ეძინათ და სასწრაფოდ ხსნად კოჰაბიტაცია ააფარეს. ნაციონალების ღვარძლი კი ხელისუფლების ყოველივე სასიკეთოს შინ და გარეთ შესაძლებლობისამებრ წამლავდა.

    როგორც  იქნა მიშა მოიშორეს და მის ადგილზე არანაკლები მიშა მეორე გაჩნდა. საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი, სახალხო დამცველი, პარლამენტის ნაციონალი დეპუტატები, უცხოეთის ლაქია პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თვით კოალიციაში შემავალი თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები მათი ხელისუფლებაში მყოფი მინისტრებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მისი სატელიტი ტელევიზიები კოჰაბიტაციის საფარით წაქეზებულები  ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ლანძღვით იფხანდნენ თავიანთი წარუმატებელი არსებობით გასიებული ბოღმის პარკუჭის ქავილს.

    ნაციონალების პარპაშის დროს დემოკრატია სულაც რომ არ გახსენებიათ, ახლა ამ ანტიხალხურ, ანტიეროვნულ კონგლომერატს, დემოკარატიის დაცვის ნიღბით მფარველობს ევროატლანტიკური თანამეგობრობა ევროკავშირის სახალხო პარტიის დირიჟორობით.

    ხელისუფლებას დიდი ენერგია ეხარჯებოდა მათ მიერ წინსვლის გზაზე დათხეული ღვარძლის გასანეიტრაებლად და უცხოეთიდან ნაციონალების მფარველების, აშკარა ტენდენციური ბრალდებებით, შემოტევებისაგან. შედეგად შეფერხთა ნაცონალთა დანაშაულობებზე  დამსხურებული მიზღვევა და მათი ბოროტი ნაკვალევის წაშლა. ამის გამო ,,ქართულ ოცნებას“ უწყრებოდნენ და უნიათობად ამკობდნენ. რომელმაც შეძლო კოალიციიდან მოეშორებინა მიტმასნებული, ფითრივით მოჭიდებული, უავტორიტეტო ანტიეროვნული მკბენარები რომლებიც მაშინვე ,,ქართული ოცნების“ ლანძღვას შეუდგნენ და მისი ცურიდან მოცილებულები ნაცარში ტილივით გაქრნენ. პარაზიტებისგან განთავისუფლებულმა ,,ქართულმა ოცნებამ“ კი არჩევნებში გაიმარჯვა და ხალხის ნდობის ძალით ახლა უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევა ყველა უკუღმართს სათანადოდ მიუზღოს.

    საქართველოში კი საცხოვრებელი ადგილებიდან აწიოკებულთა და გაუსაძლისი ცხოვრების გამო უცხოეთში გადახვეწილ ქართველთა გოდება არ წყდება, მათ უიმედობას ადგილზე დარჩენილთა სავალალო ყოფაც ემატება, რაც ესოდენი გულისტკივილით ავსებს ქართველ მამულიშვილთა ამქვეყნიურობის, ევროპელობის დევნაში სამშობლო თვალწინ რომ უდნებათ.

    საქართველოს გამთლიანების და აღორძინების გარანტია კი რუსეთთნ მეგობრობის აღდგენაა, რასაც გააფთრებით ეწინააღმდეგება ქვეყნის უბედურებად ჩათესილი, უცხოეთში მოზელილი პოლიტიკური და არასამთავრობო მუხთლობა. ხალხის გამოფხიზლებით შეშფოთებულები რუსეთთან დამეგობრების სურვილს ღალატად ნათლავენ, თვითონ ღალატის სიმყრალეში მოფართხალენი.

    რუსეთთან დაახლოვების და მეგობრობის აღდგენის სურვილი იმის მაუწყებელია, რომ ერის თვითგადარჩენის ინსტიქტი იღვიძებს, რომელიც ყრუ პატრიოტ თაღლითთა ჯადოს მოხსნის, ავსა და კარგს თავის ადგილს მიუჩენს და ქვეყანას ჭეშმარიტი აღორძინების გზაზე დააყენებს.

    ამჟამად ,,ქართულ ოცნებას“ დიდი პერსპექტივა აქვს, ხალხის გაუხუნარ სიყვარულს ეზიაროს და საამაყო მამულიშვილთა შორის ღირსეული ადგილი დაიკავოს; სხვა შემთხვევაში კი...“.