უცხოეთი
საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი კარტერ პეიჯი მოსკოვში ჩავიდა - ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
"ვიზიტის ფარგლებში გავლენიან ბიზნესმენებსა და ლიდერებს შევხვდები", - განაცხადა პეიჯმა და ასევე დასძინა, რომ მოსკოვში 13 დეკემბრამდე დარჩება. კარტერ პეიჯმა აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დონალდ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ურჩია. მისი შეფასებით, მოსკოვსა და ვაშინგტონს საერთო ინტერესები აქვთ, მაგრამ ამერიკელი პოლიტიკოსები ხშირად რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას უგულებელყოფენ.