უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა "ბრექსითის" შესახებ მთავრობის გეგმას მხარი დაუჭირა

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მთავრობის გეგმას მხარი დაუჭირა. გეგმას 448 დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 75 იყო.

ამგვარად, ბრიუსელთან "ბრექსითის" საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები მომავალი წლის მარტის ბოლომდე დაიწყება.

2016 წლის ივნისში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, ამომრჩეველთა 51,9%-მა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი.

ნოემბერში დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობა ლისაბონის შეთანხმებს 50-ე მუხლს პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ აამოქმედებს. ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას არეგულირებს.

ვარაუდობენ, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკებები დაახლოებით ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.