საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმაურება განცხადებებს მინისტრ კახი კახიშვილთან დაკავშირებით, რომ ბევრი დაქირავებული თანამშრომელი ჰყავს და ზედმეტი ხარჯებია სამინისტროში.
„მარტო ერთმა კახიშვილმა მართოს ამხელა სისტემა? სასჯელაღსრულების სამინისტრო, სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლებ დაფინანსებას იღებს და ეს უწყება მოწინავეა არათუ რეგიონში, არამედ ევროპაშიც. სასჯელაღსრულების სამინისტრო იყო სისტემა რომელმაც წინა ხელისუფლება ჩამოშალა, რადგან ადამიანების გაუპატიურებები, მკვლელობები და წამებები სწორედ იქ ხორციელდებოდა. დღეს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირი, ევროსაბჭო და ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტრო ევროპული სტანდარტებისაა და სამაგალითოა რეგიონსა და ევროპაშიც. ეს ყველაფერი მოხერხდა პირადად კახი კახიშვილის და იმ გუნდის მეშვეობით, რომელიც დღეს პენიტენციარულ სისტემაშია“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.