სამართალი
საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით გ.ნ. გორში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 4799 საბრძოლო ვაზნა, კალაშნიკოვის სისტემის 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 453 გრამი ტროტილი, 2 ცეცხლგამტარი ზონარი, 1 ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი და ლითონის ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.