სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

  საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა  ორი ქვეყნის პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობის მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე პროცესები და ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.

ვახტანგ გომელაურმა და პასკალ მენიემ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.