ქართული ქაღალდის საწარმო ავღანეთის მისიას საოფისე ქაღალდით მოამარაგებს
ქართულმა ქაღალდის საწარმო ”ნეობრითმა” ნატოს ტენდერი მოიგო და ავღანეთში კოალიციის მისიას საოფისე ქაღალდით მოამარაგებს. შესაბამისად, კომპანიის მენეჯმენტი უკვე მეორე საწარმოო ხაზის აგებას გეგმავს.
კომპანიამ ტენდერის მოგება კონკურენტებზე 8%–ით დაბალი ფასის დასახელებით შეძლო. ,,ნეობრითის’’ საწარმო წეროვანში მდებარეობს და ძირითადად იძულებით გადაადგილებულთა დასაქმებაზე ზრუნავს.