უცხოეთი
სირიაში რუსული არმიის პოლკოვნიკი დაიღუპა

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. სირიის ქალაქ ალეპოში რუსი პოლკოვნიკი რუსლან გალიცკი დაიღუპა - ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

 რუსული მხარის ინფორმაციით, პოლკოვნიკი ქალაქ ალეპოში საარტილერიო დარტყმის დროს დაიღუპა, რომელსაც სირიელი ამბოხებულები ახორციელებდნენ.

 რუსლან გალიცკი ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მას მისი სიცოცხლის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა სამხედრო მძიმე ტრამვების გამო გარდაიცვალა.

 როგორც BBC-ი წერს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ალეპოში სასტიკი საომარი მოქმედებები მიმდინაროებს.

 პოლკოვნიკი რუსლან გალიცკი 23-ე რუსი სამხედროა, რომელიც სირიაში გარდაიცვალა.