საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ჟურნალ „თაიმის“ ვერსიით, 2016 წლის ადამიანად დონალდ ტრამპი დასახელდა, ამის შესახებ ტელეკოპანია NBC-ს ეთერში ჟურნალის წარმომადგენელმა განაცხადა.
„თაიმის“ ერთ-ერთმა რედაქტორმა ტენსი გიბსმა განაცხადა, რომ ტრამპის მეტოქე საპრეზიდენტო არჩევნებში, ჰილარი კლინტონი „წლის ადამიანის“ კიდევ ერთი კონკურენტი იყო.
„ეს დიდი პატივია, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს,“ – განაცხადა თავად ტრამპმა ტელეკომპანია NBC-ს ეთერში.
ნომინაცია „წლის ადამიანი“ ჟურნალმა „თაიმმა“ 1927 წელს დააწესა. გამოცემა ირჩევს ადამიანს, რომელმაც უკანასკნელი წლის მოვლენებზე დიდი გავლენა მოახდინა. 2015 წელს „წლის ადამიანი“ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იყო.
2016 წლის რეიტინგის „შორტ ლისტში“ 11 ნომინანტი იყო, მათ შორის – რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, ბრიტანეთის დამოკიდებლობის პარტიის დამფუძნებელი ნაიჯელ ფანარჯი, აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი და „ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.