საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლმა მიაწოდა.
ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი. უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს ორ პუნქტიანი განცხადების მიღებაც შესთავაზა, სადაც ჩაიწერებოდა, რომ საბჭომ განიხილა საქართველოში არსებული ვითარება და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უჭერენ მხარს, თუმცა ინიციატივა საბოლოოდ რუსეთმა დაბლოკა.
ვლადიმირ ელჩენკოს ტვიტერზე გავრცელებულ ინფორმაციას ტვიტერის საკუთარ გვერდზე ავრცელებს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძეც.