სამართალი
საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ინფორმაციას ამის შესახებ ლიტვური მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო BN იტყობინება, ზურაბ მაისურაძის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.
ლიტვური მედიის ინფორმაციით, მაისურაძე კიევიდან ვილნიუსში ჩაფრინდა, სადაც ის ლიტველმა მებაჟეებმა რუსეთის ინიციატივით გაცემული ინტერპოლის ორდერის საფუძველზე დააკავეს.
სააგენტო Delfi-ს ცნობით, 4 დეკემბერს ვილნიუსის საოლქო სასამართლომ ზურაბ მაისურაძეს ცხრა დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.