პოლიტიკა
მაიკლ კარპენტერი: „ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით, ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია“

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში თავდაცვის მინისტრის და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის შეხვედრისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ ლევან იზორიამ და მაიკლ კარპენტერმა მედიის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 „მოხარული ვარ, რომ დღეს  აქ ვიმყოფები და საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩო ხელშეკრულებას მოვაწერე ხელი, რომელიც იმ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც სახელმწიფო მდივან კერისა და პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის მიერ ივლისში გაფორმდაჩვენი მიზანია სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი ერთობლივი სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება, რაც ეფუძნება უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტს და რომელიც ვარშავის სამიტზე კიდევ უფრო გაფართოვდა.

 ჩვენ კიდევ უფრო მეტ სწავლებებს დავგეგმავთ საქართველოს ტერიტორიული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ეს ჩვენი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელოვანი ელემენტია და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველო ერაყსა და ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების სანდო პარტნიორია. ვამაყობთ ქართველ სამხედროებთან პარტნიორობით. ფასდაუდებელია საქართველოს კონტრიბუცია“, - აღნიშნა  მაიკლ კარპენტერმა.