ტურისტები სვანეთში ჩასვლას არ ჩქარობენ
ზამთრის სეზონის გახსნის მიუხედავად, ტურისტები სვანეთში ჩასვლას არ ჩქარობენ. რადიო კომერსანტის ინფორმაციით, ზოგიერთი ტურისტული სააგენტო აცხადებს, რომ აქტიურობა სვანეთის მიმართულებით არ შეინიშნება. “ვიზიტ ჯორჯიაში” განმარტავენ, რომ სვანეთში რამდენიმე პაკეტი გაიყიდა, ამასთან, უცხოელებს რეგიონის შესახებ ჯერ ისევ ნაკლები ინფორმაცია აქვთ.
მათი თქმით, დღეს კურორტზე დასვენების მსურველები ძირითადად ქართველები და უკრაინელები არიან. “გეორგიკა თრეველშიც” აცხადებენ, რომ სვანეთი მიმზიდველი ტურისტული ადგილია, თუმცა იმისათვის, რომ სარეკლამო კამპანიამ იმოქმედოს, გარკვეული დროა საჭირო; ტურისტთა ძირითადი ნაკადი მომავალ წელს ჩამოვა. სვანეთის “გესთ ჰაუსებში” დასვენების ფასი 45 ლარიდან იწყება, ხოლო თვითმფრინავის ბილეთი ორივე მიმართულებით 150 ლარი ღირს.