საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა მოაწერეს. უსაფრთხოების სფეროში სამწლიანი თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტი ორმხრივი თანამშრომლობის გრძელვადიან ამოცანებს განსაზღვრავს.
ჩარჩო დოკუმენტი „საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ მემორანდუმის მხარდამჭერი შეთანხმებაა და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შემდგომ განვითარებას.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა ძირითად მიზნებზე ორიენტირება - საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესება, საქართველოს თავდაცვის ეფექტიანი და მდგრადი სისტემების ჩამოყალიბება, საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის გაზრდა.