აქტუალური
პრემიერს ჰკითხეთ, ვის გულისხმობდა მთავრობის გეგმის განხორციელების ხელის შემშლელად - სოფო კილაძე

  საქართველო, 8 დეკემბერი, საქინფორმი. ვინ იგულისხმა პრემიერმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელების ხელის შემშლელ ძალად, საპარლამენტო უმრავლესობაში არ აკონკრეტებენ.

 პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამასწინანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვერავინ შეძლებს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმების გატარებაში ხელის შეშლას.

 “ჯობს, ამის შესახებ ბატონ პრემიერს თავად ჰკითხოთ, ვის გულისხმობდა კონკრეტულად. ოთხპუნქტიან გეგმას რაც შეეხება, ეს არის ჩვენი ხელისუფლების სამოქმედო გეგმა, ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს წინააღმდეგობა. ოპოზიციას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი აზრი და ეს დაშვებულია დემოკრატიაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა კვლავ ხელისუფლებაზეა მორგებული.

 „ამის რეფორმებად მონათვლა არის ცინიზმი, ვინაიდან ეკონომიკა არის გაჩერებული და შემოსავლების მობილიზებას ვერ ახდენს, რომ კვებოს თავისი გაზრდილი ბიუროკრატია და ფუფუნება საკუთარი გარემოცვის“, - აცხადებს ოთარ კახიძე.