უცხოეთი
კონაშენკოვი: ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სისხლში ხელები აქვთ გასვრილი ტერორისტების მფარველებს აშშ–დან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანეთიდან და სხვა მათი გულშემატკივარი ქვეყნებიდან!

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სირიაში, ალეპოს რაიონში რუსი ექიმების ბანაკზე განხორციელებული შეტევის შედეგად ორი მედდა დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი იგორ კონაშენკოვი ადასტურებს.

 „რუსი სამხედრო მედიკოსებიოპოზიციისმხრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიმღები განყოფილების საარტილერიო დაბომბვის შედეგად მიყენებული ჭრილობებით დაიღუპნენ(ვიდეო იხ. აქ), – ნათქვამის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 თავდაცვის უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალის დაბომბვა მაშინ განხორციელდა, როცა ადგილობრივი პაციენტოების მიღება მიმდინარეობდა.

 კონაშენკოვმა რუსი მედდების დაღუპვაში „ტერორისტების მფარველები – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და მათი გულშემატკივარი სხვა სახელმწიფოები“ დაადანაშაულა.

 გაერო და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს აკრიტიკებენ ალეპოს ავიადარტყმების გამო, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

 დასავლელმა ლიდერებმა არაერთხელ მიმართეს რუსეთს, უარი თქვას ალეპოში სამხედრო ოპერაციების წარმოებაზე.