სამართალი
გორის ჰოსპიტლიდან სამი სამხედრო მოსამსახურე გაწერეს. ცნობილი გახდა ისიც, რომ დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ რამდენიმე ჯარისკაცს გაუშვებენ სახლში. ჰოსპიტალში დარჩენილების მდგომარეობა სტაბილურია. ორი სამხედრო მოსამსახურე რეანიმაციაში რჩება.
თბილისის კლინიკურ საავადმყოფოში მყოფი ჯარისაკაცი კი აპარატიდან მოხსნილია. 20 წლის ალექსანდრე თომაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ექიმების განცხადებით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, რის შემდეგაც მას პალატაში გადაიყვანენ.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ კრწანისის სასწავლო ცენტრში წვრთნების დროს მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ჯარისკაცი დაიჭრა, სამი – გარდაიცვალა.