საზოგადოება
2016 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 45 628 091 ბოთლი - 175,2 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე: იანვარი - 1 521 802 ბოთლი, თებერვალი - 3 009 754, მარტი - 2 877 640,  აპრილი - 3 862 589, მაისი - 3 220 323, ივნისი - 4 327 983, ივლისი - 3 766 752,  აგვისტო - 3 793 843, სექტემბერი - 4 049 034, ოქტომბერი - 5 264 684 და ნოემბერი - 6 665 311 ბოთლი.

 ამასთან, განვლილ 11 თვეში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  20%-ია.

 მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა - ზრდამ 31% შეადგინა.