სამართალი
სუს-ში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საიმონ ლიმაჟთან შეხვედრა გაიმართა

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით აშშ-ის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს შესაძლებლობების განვითარებისა და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები მიმოიხილეს.

 „საქართველო მნიშვნელოვანი ლიდერია როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების გავრცელებისა და ბირთვული კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ ამ საფრთხის წინააღმდეგ“, - განაცხადა გაუვრცელებლობის დარგში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ საიმონ ლიმაჟმა.