პოლიტიკა
საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ახალ საფეხურზე გადადის

  საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის მაიკლ კარპენტერის შეხვედრაზე იქნა აღნიშნული.

 მხარეების შეფასებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს ქმნის მემორანდუმი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის თბილისში ვიზიტისას გაფორმდა.

 შეხვედრისას განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წვლილი მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში, რისთვისაც აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მადლობა გადაუხადა.

 ყურადღება დაეთმო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებს და, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.