საზოგადოება
ბოტულიზმის შემთხვევა დაფიქსირდა კახეთში. კატასტროფის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონიდან თბილისში 73 წლის ქალბატონი გადმოიყვანა.
პაციენტს სუნთქვის უკმარისობა და ბოტულიზმისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.როგორც გაირკვა, მან სახლის პირობებში დამზადებული კიტრის კონსერვი მიირთვა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ექიმების თქმით, დაავადებულმა სტაციონარს დაგვიანებით მიმართა, რაც მდგომარეობის გართულების მიზეზი გახდა.