უცხოეთი
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ამერიკული სამთავრობო ტრანსლაციების არხმა C-SPAN ფედერალური საბჭოსადმი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გზავნილის ნაწყვეტი აჩვენა.
არხზე უნდა მოეხდინათ ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპის მიტინგის ტრანსლირება ოჰაიოდან. ასეთი ეთერის დაწყების წინ ჩვეულებრივ, ჩნდება ტიტრი „პროგრამა მალე დაიწყება“. თუმცა, ეთერში მოულოდნელად გამოჩნდა პუტინი, რომელიც რუსეთის პარლამენტის წინ სიტყვით გამოდიოდა. ეს იყო მიმართვა ფედერალური საბჭოსადმი 1 დეკემბერს კრემლში, რომლის ტრანსლაციაც ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტელეარხი C-SPAN ჩვეულებრივ, ტრანსლირებს აშშ–ის კონგრესიდან, უჩვენებს პრეზიდენტისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების გამოსვლას.