საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამცახარა“ ოპოზიციური ძალების ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის, ასლან ბჟანიას სოჭში დაპატიმრების შესახებ იუწყება, რომელიც სოხუმში ბრუნდებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბჟანია რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე საპასპორტო კონტროლის დროს დააკავეს და სოჭის პოლიციაში გადაიყვანეს.
პარტიის მტკიცებით, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ჯერ კიდევ მანამდე ეძებდნენ გამოგონილ საბაბს მის დასაკავებლად.
რუს სამართალდამცველებს ბჟანიას დაკავების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი კი მის დაკავებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.
ასლან ბჟანია ადრე აფხაზეთის უშიშროების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2014 წელს კენჭს იყრიდა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე. თუმცა, რაულ ხაჯიმბას გამარჯვების შემდეგ ოპოზიციურ ბლოკში გაერთიანდა.