საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციაში რეგისტრაციისა და რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივებას ითხოვს. როგორც რუსული მედია წერს, პუტინმა მიმართა მთავრობას, შესაბამისი ზომები გაატაროს.
„მე არაერთხელ ვთხოვე მთავრობას, მიექცია ყურადღება, რომ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის, მაქსიმულურად გათავისუფლდეს ბიუროკრატიისგან. იგივე ეხება რეგისტრაციასაც“, - აღნიშნა პუტინმა.
როგორც რუსული მედია წერს, გამოითქვა მოსაზარება, რომ გამარტივება შეეხოს მაგალითად შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოქალაქეობისა და რეგისტრაციის გამარტივება არ უნდა მოხდეს უსაფრთოხების ზომების შესუსტების ხარჯზე.
პუტინის თქმით, რუსეთში, აშშ-ის მსგავსად, თითქმის 10 მილიონზე მეტი ადამიანი არალეგალურად ან ნახევრად ლეგალურად ცხოვრობს.