საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. “მაიდნის გმირმა” არსენი იაცენიუკმა უკრაინაში მთელი უძრავი ქონება (ბინები) და ბიზნესი გაყიდა, აქციებისა და მოგების წილების ჩათვლით. მიღებული ფულით კი ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში 1-დან 5 მილიონამდე ღირებულების 24 ვილა შეიძინა.
იაცენიუკი მეუღლესთან ერთად ხანგამოშვებით უკრაინაში ბრუნდება ხოლმე, მაგრამ ეს ვიზიტები გასაიდუმლოებულია.
შეგახსენებთ, რომ ამა წლის აპრილში პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი გადააყენეს, რის შემდეგაც მან აქტიურად დაიწყო ურთიერთობის მოგვარება ამერიკასთან: ივნისში ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შესახვედრად აშშ-ში გაემგზავრა. მოგვიანებით იაცენიუკმა ინტერვიუ მისცა ამერიკულ გამოცემას Foreign Policy, რომელშიც განაცხადა, რომ “პოლიტიკა ბინძური საქმეა”, ამასთან, დაიჩივლა “ბრიყვ პოპულისტებზე, რომლებიც უბრალო ადამიანების განწყობაზე თამაშობენ”, და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოზე.