პოლიტიკა
იან კელი: საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეკონომიკის გაზრდის ძალიან კარგი გეგმა აქვს

  საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. ასეთი შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გააკეთა.

 „ჩვენი დახმარებების უმეტესი ნაწილი მიმართულია ეკონომიკის განვითარებაზე, თუმცა, თავად რეგიონში არის საკმაოდ ბევრი გამოწვევა. შესაბამისად, საქართველოც ამ გამოწვევათა რიგში ხვდება. ამიტომ ცოტა რთული პერიოდია, თუმცა, გეგმა არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა”, - განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.