საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“არის აქციზების მატება, ნავთობთან დაკავშირებით შეინიშნება ფასების მატება, მაგრამ არის აგრეთვე სხვა მოვლენები, მათ შორის ბიუჯეტი 2017 წლის, რომელსაც ჩვენ ახლა ვაანალიზებთ. ძალიან ხშირად ისმის კომენტარები, რომ ყველაფერი გაძვირდა იმისდა მიუხედავად, რა ინდექსიც არსებობს და ეს არის საერთაშორისოდ შემუშავებული ის ინდექსი, რომელიც ყველა მოთხოვნას პასუხობს. ფასების ზრდა საქართველოში არ ყოფილა, ამიტომ გთხოვთ, როდესაც ამაზეა საუბარი, იქნებ ოფიციალურ სტატისტიკას გადახედოთ", - განაცხადა გვენეტაძემ.
"ვფიქრობ, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით ცუდი სიტუაცია არ გვაქვს, რადგან ეროვნულმა ბანკმა ამაზე იზრუნა, ასევე გავაგრძელებთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ინფლაცია დარჩეს დაბალი და არ ჰქონდეს დიდი მერყეობა”, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.