საზოგადოება
სინაგოგის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით გორში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური ჩავიდა

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. სინაგოგის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური და რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე გორში ჩავიდნენ.

ისრაელის ელჩის განცხადებით, მომხდარი ფაქტი ქართველებისა და ებრაელების მეგობრობაზე გავლენას ვერ მოახდენს.

რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელის ზაზა ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფო მომხდარი ფაქტის გამოსაძიებლად ყველაფერს გააკეთებს.

გორში სინაგოგა გაქურდეს. მოპარულია ათამდე თორა. სამართალდამცავებმა თორების ნაწილი, დაზიანებულ მდგომარეობაში, სინაგოგიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იპოვეს.