საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა შაბთაი ცურმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ქართველები სინაგოგებს აშენებენ, უვლიან, ასეთი ფაქტი კი მსოფლიოში არ არსებობს. ამასთან, ელჩმა სამწუხარო უწოდა გორში სინაგოგის გაქურდვის ფაქტს.
"ეს ფაქტი სამწუხაროა არამარტო ებრაელებისთვის, არამედ ქართელებისთვისაც. მე საქართველოში დავიბადე, ვიცნობ ძალიან კარგად ქართველებს, ჩემს ძმებს, დებს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის გამონაკლისი შემთხვევა, ამას გაარკვევენ სამართალდამცავები და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ აღდგენილია 8 სინაგოგა საქართველოში. ასეთი ფაქტი მთელ მსოფლიოში არ არსებობს, რომ ქართველები ჩვენს სინაგოგებს აშენებენ და უვლიან. მწამს, რომ ეს ურთიერთობა ქართველებსა და ებრაელებს შორის, რომელიც დღითი დღე ღრმავდება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება”,- განაცხადა ელჩმა.