სამართალი
“რუსთავი 2”-ის სასამართლო პროცესი იქნება გამჭვირვალე" - პრემიერი კვირიკაშვილი

  საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში გიორგი კვირიკაშვილმა და ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრემიერმა “რუსთავი 2”-ის საქმეზე და მედიათავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 „მედიათავისუფლება ფუნდამენტურია, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს. რა თქმა უნდა, ვიცით პროცესის შესახებ. მინდა, ყველა დაგარწმუნოთ, რომ პროცესი იქნება გამჭვირვალე და რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს, მთავრობის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში გამორიცხულია. ამ დარბაზში საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელიც იმყოფება, ეს არხიც არანაკლებ კრიტიკულია მთავრობის მიმართ. საქართველოში მედიათავისუფლების კუთხით სიტუაცია დღითი დღე მყარად უმჯობესდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.