უცხოეთი
SPUTNIK მნენია: გამოკითხვამ ევროკავშირში ევროსკეპტიკოსების დიდი რიცხვი გამოავლინა

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი.  „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ევროპულ ქვეყნებში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირიდან მათი ქვეყნების გამოსვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა. იტალიის მოსახლეობის ნახევარზე მეტი (53%) ასეთი რეფერენდუმის ჩატარებას უჭერს მხარს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (47%), გერმანია (43%), ესპანეთი (39%) და პოლონეთი (38%). გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik“-ის დაკვეთით ჩაატარა.

 ამავე დროს კითხვაზე, „დიდი ბრიტანეთის მაგალითზე გსურთ თუ არა თქვენს ქვეყანაში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე რეფერენდუმი გაიმართოს“, პოლონელების 62%-მა, ესპანელების 61%-მა, გერმანელების 57%-მა, ფრანგების 53%-მა და იტალიელების 47%-მა უარყოფითი პასუხი გასცეს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ივლისთან შედარებით, რეფერენდუმის გამართვის მომხრეთა რიცხვი ესპანეთში 34%-დან 39%-მდე გაიზარდა, იტალიაში 46%-დან 53%-მდე, ხოლო პოლონეთში კი 33%-დან 38%-მდე.

 გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop–მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, ესპანეთში, გერმანიაში,  იტალიასა და პოლონეთში შერჩეული 5019 რესპონდენტი.

 შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ნდობის ინტერვალი ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობისას.