სამართალი
საქართველოში მომხმარებელთა უფლებებს ახალი ორგანიზაცია დაიცავს. "საქართველოს მომხმარებლის მეგზური" ცივილური ბაზრის ჩამოყალიბებას, მომხმარებლის გააქტიურებას და სამომხმარებლო მეწარმეებისთვის ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
ორგანიზაციამ სპეციალური ვებგვერდიც შექმნა, რომელზეც ყველა კომპანიას საშუალება ექნება, განათავსოს თავისი პროდუქტი, ნებისმიერი ინფორმაცია ამ პროდუქტზე. ხოლო მომხმარებელს შეეძლება მიიღოს ინფორმაცია მისთვის სასურველ პროდუქტზე და დააფიქსიროს აზრი ამა თუ იმ ფირმაზე.