უცხოეთი
აზერბაიჯანი მზად არის, ნავთობის მოპოვება შეამციროს

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანი მზად არის, “ოპეკის” წევრი ქვეყნების მსგავსად, ნავთობის მოპოვება შეამციროს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა განაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანი თანახმაა, 9 დეკემბერს "ოპეკის" წევრბთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.

 “თუ შესაბამის შეთავაზებას მივიღებთ, აზერბაიჯანი შეუერთდება შეხვედრას 9 დეკემბერს. აზერბაიჯანი მზადაა, მიიღოს წარმოდგენილი წინადადება და ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს ნავთობის ფასის ზრდაში”, - განაცხადა აზერბაიჯანის ნავთობის მინისტრმა.

 ნატიგ ალიევი მიესალმება 30 ნოემებრს ვენაში გამართული შეხვედრისას "ოპეკის" წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ. ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ 24 საათში 1.2 მილიონი ბარელით ნაკლებ წიაღისეულს მოიპოვებენ. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მსოფლიოში ნავთობის მოპოვება 4,5 პროცენტით შემცირდება.