საზოგადოება
"სერიოზული პრობლემები გვექნება მომავალ წელს" - ექსპერტები 2017 წლის ბიუჯეტს აფასებენ

  საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი.  ექსპერტები 2017 წლის ბიუჯეტს უკვე გაეცნენ და დოკუმენტის დადებით და უარყოფით მხარეებს აფასებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა მთავრობის ადმინისტრაციიდან მიღებული მომავალი წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ლართან მიმართებაში დოლარის 2.50-იან კურსზეა გათვლილი. 2017 წლის ბიუჯეტი–2017–ის განხილვა ქუთაისში ორშაბათს, 5 დეკემბერს დაიწყება.

 "თქვენ ხედავთ მცდელობას ბიუჯეტის შევსებისას აქციზის გადასახადის ზრდის გზით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ სერიოზული პრობლემები გვექნება მომავალ წელს. ბიუჯეტის შევსება იქნება არათანაბარი, გართულებული“, - აცხადებს ექსპერტი ლია ელიავა.

 "ამ ეტაპზე სოციალური ხარჯების ზრდა (2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაზრდილია ხარჯები სოცმომსახურების ყველა მუხლით, ადმინისტრაციული ხარჯების შეკვეცის ხარჯზე საქინფორმი) ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და, შესაბამისად, ეს გამართლებულად არ მიმაჩნია. ასევე არის ნავარაუდევი საშინაო ვალის გაორმაგება 2017 წელს“, - აღნიშნავს ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ანდრო  გვიდიანი.