პუბლიკაციები
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამი სახეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა მიულოცა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას იუნესკოს მიერ ქართული ანბანის სამი სახეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა მიულოცა.

 ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

 "გუშინ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეიტანეს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და ვულოცავ თითოეულ თქვენგანს, ვულოცავ მთელ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ამ აღიარებას. მადლობა კულტურის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომლებმაც 2015 წელს ამ ნომინაციაზე წარადგინეს ქართული ანბანი და მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს, ამ აღიარების მოსაპოვებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 ქართული დამწერლობის სამ სახეობას - ასომთავრულს, მხედრულსა და ნუსხურს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

 "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას -  ასომთავრული, მხედრული, და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას - იუნესკო-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.  ეს გადაწყვეტილება იუნესკო-მ მე-11 სესიაზე მიიღო , რომელიც ეთიოპიაში იმართება",- განმარტეს საქართველოს კულტურის სამინისტროში.