უცხოეთი
დონალდ ტრამპი მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს, მით რომნის შეხვდა

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავისი შტაბის ხელმძღვანელთან ერთად მასაჩუსეტსის შტატის ყოფილ გუბერნატორს, მით რომნის შეხვდა. მაღალჩინოსნებმა  მოლაპარაკებები უკვე მეორედ გამართეს. რესპუბლიკელი მით რომნის კანდიდატურა ამჟამად სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება.

 შეხვედრის შემდეგ რომნიმ, რომელიც წარსულში ტრამპს მუდმივად აკრიტიკებდა, განაცხადა, რომ შეხვედრით კმაყოფილია. მისი თქმით, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ზუსტად ის ადამიანია, ვისაც შეუძლია ხალხს უკეთესი მომავალი შეუქმნას. რომნის გარდა აშშ-ის სახელწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება აგრეთვე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძვანელის, დევიდ პეტრეუსის კანდიდატურა.

 მით რომნის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იყო.

 ამასთან, დონალდ ტრამპი აშშ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს, დენ ქუეილს შეხვდა. ქუიელი  ჯორჯ-ბუშ უფროსის პრეზიდენტობის დროს იყო ვიცეპრეზიდენტი. ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა ის რაიმე პოსტს ტრამპის ადმინისტრაციაში.

 უკვე ცნობილია, ვინ გახდება ტრანსპორტის მინისტრი. აღნიშნულ თანამდებობას ელეინ ჩაო დაიკავებს. ტრამპმა მასთან შეხვედრა ჯერ კიდევ 21 ნოემბერს გამართა. ელეინ ჩაო ტაივანში ჩინელი ლტოლვილების ოჯახში დაიბადა. აშშ-ში კი 8 წლის ასაკში გადავიდა.

 დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.