პოლიტიკა
ზურაბ ნოღაიდელს სერგო ჯავახაძე შეცვლის

noghaideli4მოძრაობა ,,სამართლიანი საქართველოსთვის" გამგეობის სხდომაზე ცხრა ხმით ნულის წინააღმდეგ პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს.

შეხვედრისას საორგანიზაციო საკითხებსა და პარტიის მომავალ გეგმებზეც ისაუბრეს. გამგეობის ახალ შემადგენლობაში სულ ცამეტი წევრია, მათ შორის ზურაბ ნიღაიდელი, რომელიც პარტიის გუშინდელ შეკრებას არ დასწრებია. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. მომხდართან დაკავშირებით, ნოღაიდელის ფრთა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ წევრებმა ზურაბ ნოღაიდელი პარტიის თავმჯდომარეობიდან ახლახან გადააყენეს.

მას ყოფილი თანაპარტიელები რამდენიმე ბრალდებას უყენებენ და დაგროვილი დავალიანების დაფარვასაც მოითხოვენ.