სამართალი
ესპანეთში ჩატარებულ ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაში ქართული მხარეც მონაწილეობდა

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  29 ნოემბერს ესპანეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაში რა დროსაც საქართველოს 50-მდე მოქალაქე დააკავეს, ქართული მხარეც მონაწილეობდა.

 "მიმდინარე წლის 29 ნოემბერს ესპანეთის სამეფოში ჩატარდა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია, რომლის დროსაც მადრიდსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაკავებული იქნენ ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები. ისინი ბრალდებული არიან ბინის ქურდობებში. აღნიშნულ ოპერაციაში, ესპანური მხარის გარდა, მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე ესპანეთში, ევროპოლი და საფრანგეთის პოლიცია. ამ ეტაპზე, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, ესპანელ და ქართველ სამართალდამცველებს შორის მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით", - განაცხადეს საქართველოს შს სამინისტროში.