სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავა

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა .. - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, ხოლო .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ი.გ-ს კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ბრაუნინგისკონსტრუქციის პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 33 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ი.გ-ს ვ.ტ-მ გადასცა.