პოლიტიკა
საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე “რუსთავი 2” დაინტერესდა” ისმის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან ქართულ მხარესთან შეხვედრაზე შერჩევითი სამართლის და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების თემა, რომელზეც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საუბრობდა, მათ შორის უგულავას საქმეზე.
საპასუხოდ ჯონ ქირბიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე წუხილი ისევ რჩება, თუმცა, დიპლომატიური მოლაპარაკების დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ ტიპის მოვლენებს და ვრჩებით შეწუხებული. დიპლომატიური მოლაპარაკების დეტალების დაკონკრეტების გარეშე გეტყვით, რომ ვაგრძელებთ ამ წუხილის გახმოვანებას და წამოწევას დიპლომატიური არხებით", - განაცხადა ჯონ ქირბიმ.