პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა

  საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. “ეროვნული ფორუმის” ყოფილი პოლიტიკური მდივანი გუბაზ სანიკიძე “დემოკრატიულ მოძრაობას” შეუერთდა. სანიკიძის სამომავლო გეგმებზე ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა.

 „ბატონი გუბაზ სანიკიძე დღეს არის ჩემს გვერდზე, ჩემს თანაპარტიელებთან ერთობლივად ის გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას და მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მოვლენა“, - განაცხადა  ბურჯანაძემ.

 „ჩემი გადაწყვეტილება განსაზღვრა იმ ვითარებამ, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი და ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები. ეს მიმართულება არის გასააქტიურებელი და რაც მთავარია, ინტენსივობამ უნდა მოიმატოს. საქართველოს არ აქვს აზიზობის უფლება“, - აცხადებს სანიკიძე.