უცხოეთი
საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე გენერალ დევიდ პეტრეუსს განიხილავს, რომელიც წარსულში ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს შეფი იყო.
მან პეტრეუსი ნიუ-იორკში საკუთარ რეზიდენციაში მიიღო, შემდეგ კი ტვიტერით განაცხადა, რომ შეხვედრა მისთვის შთამბეჭდავი იყო.
დევიდ პეტრეუსის დაზვერვიდან წასვლის მიზეზი 2012 წელს საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა გახდა. გაირკვა, რომ გენერალი თავის მეგობარ ქალს საიდუმლო ინფორმაციას უზიარებდა.