საზოგადოება
კომპანია „ვისოლის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ფასებმა დიზელის საწვავზე 5 თეთრით მოიმატა. კერძოდ, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებში აპი დიზელი 2.15 ლარი ღირს, ხოლო „დიზელ ენერჯის“ ფასმა 2 ლარს მიაღწია.
კომპანიის ქსელში სხვა ტიპის საწვავის ფასები უცვლელია: აპი სუპერი 2,10 ლარი ღირს, აპი პრემიუმი - 2,05 ლარი, ევრო რეგულარი - 1,95 ლარი, რეგულარ ენერჯი - 1,90 ლარი.2,05 ლარი ღირს ევროდიზელი „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებში, ხოლო „რომპეტროლის“ ქსელში Efix ევროდიზელის ფასი 2,10 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ევროდიზელის - 1,95 ლარით.
რაც შეეხება აზერბაიჯანული „სოკარის“ ქსელში არსებულ ფასებს, კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებში ევროდიზელი 5 10 PPM–ი 2,10 ლარი ღირს, ხოლო დიზელ L-62 – 1,90 ლარი.