სამართალი
საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ჯემალ დუმბაძე დააკავა.
დაკავების ფაქტი საგამოძიებო სამსახურში დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ჯემალ დუმბაძე დაკავებულია მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით.
სხვა დეტალებზე საგამოძიებო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.