სამართალი
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და პროფესიონალ დიზაინერებს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა.

 ცენტრში სტუდენტების სტუმრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ახლად გახსნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ლოგოს შექმნაზე გამოცხადებულ კონკურსს უკავშირდებოდა. შალვა ხუციშვილმა დიზაინერებს ლოგოს კონკურსზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ კითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა.

 კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კონკურსანტებს ლოგოს შესაქმნელად სამი კვირა აქვთ. საუკეთესო ლოგოს ავტორი პრიზად 3 000 ლარს მიიღებს.