პოლიტიკა
საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ყველა მოადგილე სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამასთან, ალავიძის ერთ-ერთი ახალი მოადგილე ირაკლი მატკავა იქნება. ირაკლი მატკავა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და ეს თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილის მინისტრობის პერიოდში დატოვა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები იყვნენ თენგიზ შერგელაშვილი, ეკა სეფაშვილი და ილია დარჩიაშვილი.