პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პრემიერმა ხელი მოაწერა ბრძანებებს, რომელთა მიხედვითაც საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიხეილ ჯანელიძის მოადგილეებად დაინიშნენ დავით ჯალაღანია, დავით დონდუა, ზვიად გონაძეხათუნა თოთლაძე, ვახტანგ მახარობლიშვილი, დავით ზალკალიანი.

 ამასთან, მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია დანარჩენი მინისტრების მოადგილეებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.